გიორგი მანველაძე – მთავრობის ადმინისტრაციიდან დარღვევების გამო გათავისუფლებული ერთ-ერთი პირი მეგობრებთან ერთად აპირებს შოუს დადგმას, თითქოს „ქართული ოცნების“ რიგებს ტოვებენ

16:13, 12.09.2020

ინფორმაცია გვაქვს, მთავრობის ადმინისტრაციიდან დარღვევების გამო გაშვებული კონკრეტული პირი, რამდენიმე მეგობართან ერთად აპირებს პოლიტიკური შოუს დადგმას, თითქოს „ქართული ოცნების“ რიგებს ტოვებენ, – ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ ბათუმის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი მანველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული პირები თავიანთი სცენარისთვის „ქართული ოცნების“ პარტიის რიგებიდან ადამიანების მოსყიდვასაც ეცადნენ.

„აჭარის პარტიის ორგანიზაციაში გვაქვს ინფორმაცია, რომ რამდენიმე ხნის წინ მთავრობის ადმინისტრაციიდან მძიმე ადმინისტრაციული დარღვევების გამო გაშვებული კონკრეტული პირი, თავის რამდენიმე მეგობართან ერთად, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ აპირებს პოლიტიკური შოუს დადგმას, თითქოს „ქართული ოცნების რიგებს“ ტოვებენ. ისინი ამით ცდილობენ, ჩვენთან პრობლემების არსებობის ყალბი ილუზია შექმნან.  მათ ასევე ქონდათ მცდელობა, ჩვენს რიგებში მოესყიდათ ადამიანები, გადაეხადათ მათთვის საკმაოდ სოლიდური თანხა და სანაცვლოდ ეს ადამიანები  თავიანთ სცენარში გამოეყენებინათ, რაზეც მიიღეს უარი და შესაბამისად, ჩვენც მივიღეთ ეს ინფორმაცია. ვაფრთხილებთ ყველას, მოვახდენთ ყველა იმ სუბიექტის ლუსტრაციას, ვინც ასეთი ბინძური მეთოდებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ეცდება“, – გიორგი მანველაძემ.

მსგავსი