გიორგი მამარდაშვილმა „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩში პენალტი მოიგერია #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილმა „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩში პენალტი მოიგერია #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ ინგლისის ჩემპიონატში „მანჩესტერ სიტის“ ესტუმრა და 0:3 დამარცხდა.

შეხვედრა ქართველი მეკარისთვის კარგად დაიწყო – მე-13 წუთზე მან ერლინგ ჰალანდის დარტყმული პენალტი მოიგერია. თუმცა იმავე ჰალანდის, ნიკოსა და დოკუს გოლებით „სიტიმ“ 3:0 გაიმარჯვა.

11 ტურის შემდეგ 6 მოგებითა და 5 წაგებით „ლივერპული“ პრემიერლიგაში მერვე ადგილზეა.