გიორგი მამარდაშვილმა ინგლისის პრემიერლიგაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა - „ლივერპული“ „ჩელსისთან“ დამარცხდა #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილმა ინგლისის პრემიერლიგაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა - „ლივერპული“ „ჩელსისთან“ დამარცხდა #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილმა „ლივერპულის“ რიგებში პრემიერლიგაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა. ინგლისის მოქმედი ჩემპიონი „ჩელსისთან“ სტუმრად 1:2 დამარცხდა.

მამარდაშვილმა „ლივერპულის“ კარში ალისონ ბეკერი შეცვალა, რომელსაც სერიოზული ტრავმა აქვს და ნოემბრის შუა რიცხვებამდე მოედანზე დაბრუნებას ვერ შეძლებს.

მატჩის მანძილზე ქართველმა მეკარემ 4 ბურთი მოიგერია და მაღალი შეფასება, 7.0 ქულა დაიმსახურა. „ლივერპულის“ კარში კი გოლები მოიზეს კაისედომ (მე-14 წუთი) და ესტევაომ (90+5-ე წუთი) გაიტანეს. სტუმართა მხრიდან თავი კოდი გაკპომ 63-ე წუთზე გამოიჩინა.

შვიდი ტურის შემდეგ „ლივერპულს“ 15 ქულა აქვს და გათამაშების ლიდერს, „არსენალს“ ერთი ქულით ჩამორჩება. სანაკრებო პაუზის შემდეგ ქართველი მეკარის გუნდი „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლებს, მატჩი 19 ოქტომბერს შედგება.

საფრანგეთის ლიგა 1-ში გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის „მეცმა“ საშინაო არენაზე „მარსელს“ უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა. ქართველებიდან მხოლოდ წიტაიშვილმა ითამაშა – ის მოედანზე 79-ე წუთზე შევიდა, ხოლო აბუაშვილი სათადარიგოთა შორის დარჩა.

ლაშა დვალის „ცსკა 1948“-მა ბულგარეთის ჩემპიონატში შინ „სპარტაკთან“ ქულა მოიპოვა – 1:1. საქართველოს ნაკრების მცველი მოედანზე დაბრუნების შემდეგ სოფიის გუნდის ძირითად შემადგენლობაში თამაშობს და ამჯერადაც ასე მოხდა.

იტალიის სერია B-ში გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ გასვლაზე „ვენეციასთან“ 0:3 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა წინა ტურში წითელი ბარათი მიიღო და შეხვედრა დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.