გიორგი მამარდაშვილი ყველაზე ძვირად ღირებული მეკარეების ათეულში მოხვდა #1TVSPORT
სპორტული კვლევების საერთაშორისო ცენტრმა (CIES) შეადგინა მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირად ღირებული მეკარის სია. ტოპათეულში მოხვდა „ვალენსიის“ კარის დარაჯი გიორგი მამარდაშვილი, რომელიც მეათე ადგილს იყოფს „მილანის“ მეკარესთან, მაიკ მენიანთან.
სიის ლიდერები გახდნენ „დორტმუნდისა“ და „ბენფიკას“ მეკარეები – გრეგორ კობელი და ანატოლი ტრუბინი.
მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირადღირებული მეკარე:
გრეგორ კობელი (დორტმუნდი) – 66 მლნ
ანატოლი ტრუბინი (ბენფიკა) – 66 მლნ
დიოგო კოშტა (პორტუ) – 56 მლნ
ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ) – 53 მლნ
ანდრე ონანა (მანჩესტერ იუნ) – 51 მლნ
ბარტ ვერბრიუგენი (ბრაიტონი) – 47 მლნ
ედერსონი (მანჩესტერ სიტი) – 43 მლნ
ანდრეი ლუნინი (რეალი) – 39 მლნ
მაიკ მენიანი (მილანი) – 37 მლნ
გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია) – 37 მლნ