გიორგი მამარდაშვილი - „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებაზე ყოფნა ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი მთავარი ოცნება იყო
საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიის“ მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა, რომელიც პარიზში, „შატლეს“ თეატრში „ოქროს ბურთის“ 2024 წლის გალაღონისძიებას ესწრება და საუკეთესო მეკარის ნომინაციაზეა წარდგენილი, კომენტარი გააკეთა:
„ამ დაჯილდოებაზე ყოფნა ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი მთავარი ოცნება იყო. მიხარია, რომ ღონისძიებაზე ერთ-ერთი ნომინანტი ვარ, ეს უკვე დიდი წარმატებაა. ვაგრძელებ შრომას და იმედი მაქვს, აქ კიდევ არაერთხელ ვიქნები. მადლობა გულშემატკივრებს, თანაგუნდელებსა და მთელ სამწვრთნელო შტაბს“, – განაცხადა გიორგი მამარდაშვილმა.