გიორგი ლორია „ანორთოსისს“ დაემშვიდობა და თბილისის „დინამოში“ ითამაშებს #1TVSPORT
გიორგი ლორია „ანორთოსისს“ დაემშვიდობა და თბილისის „დინამოში“ ითამაშებს #1TVSPORT

გიორგი ლორია „ანორთოსისს“ დაემშვიდობა. გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილების შესახებ გამოცდილმა ქართველმა მეკარემ სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა და გაამხილა, რომ კარიერის დასრულება „ანორთოსისში“ სურდა.

„გიორგი ლორიამ „ანორთოსისი“ დატოვა. ქართველმა მეკარემ გუნდში ოთხი სეზონი გაატარა. მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობის მისაღები პირობებით გაწყვეტაზე, რასაც ხელი შეუწყო გამოცდილი მეკარისა და „დინამო თბილისის“ შეთანხმებამ – ლორია ცხრა წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდება და კვლავ თბილსის „დინამოში“ ითამაშებს, საიდანაც 2014 წლის ზაფხულში ბერძნულ ოფი-ში გადავიდა“, – ამტკიცებს Goal.com.cy.

გიორგი ლორია ბოლოს „ანორთოსისის“ კაპიტანი იყო, მაგრამ კლუბში საკადრო ცვლილებების დაწყების შემდეგ წასვლა გადაწყვიტა. გამოცდილ მეკარეს, რომელიც მალე 38 წლის გახდება, კლუბთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით ჰქონდა, მაგრამ „ანორთოსისის“ ხელმძღვანელობასთან კომპრომისული გადაწყვეტილება მონახა და მათ მეგობრულად დაემშვიდობა.