გიორგი ლომია - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებში, რომელიც პარლამენტში გვიზის, ყველაზე ნაკლები „ნაცი“ ნიკა მელიაა
გიორგი ლომია - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებში, რომელიც პარლამენტში გვიზის, ყველაზე ნაკლები „ნაცი“ ნიკა მელიაა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებში, რომელიც პარლამენტში გვიზის, ყველაზე ნაკლები „ნაცი“ ნიკა მელიაა, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, გიორგი ლომიამ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს განიხილავდნენ.

როგორც გიორგი ლომიამ აღნიშნა, ნიკა მელია „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდა 2012 წელს, მანამდე არ ყოფილა.

„ყველაზე დიდი ნაცები სხედან „ევროპულ საქართველოში“, მაგრამ რადგან სახელი შეეცვალათ სახელი არ უნდა მოვთხოვოთ პასუხი?„ ევროპული საქართველო“ იყო ის პოლიტიკური პარტია, რომელმაც მოუწოდა ხალხს აქციაზე გამოსვლა. დაახლოებით, 21:00 საათზე, როცა სიტუაცია აირია, იქ „ევროპული საქართველოს“ წევრი ვერ დავინახეთ, მაგრამ შეგვრჩა ნიკა მელია“, – განაცხადა გიორგი ლომიამ.