გიორგი კვირიკაშვილს საპარლამენტო უმცირესობაში უსმენენ
გიორგი კვირიკაშვილს საპარლამენტო უმცირესობაში უსმენენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე უსმენენ.

როგორც პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, დღეს ისაუბრებს სამომავლო გეგმებზე, უკვე დასრულებულ პროექტებზე და მოისმენს საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან დასმულ შეკითხვებსა და რეკომენდაციებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ გაგაცნოთ ჩვენი სამომავლო გეგმები, ასევე გესაუბროთ ზოგიერთი უკვე დასრულებული საქმეების შესახებ და ასევე მნიშვნელოვანია, მოვისმინო თქვენი მხრიდან შეკითხვები, რეკომენდაციები. მოსული ვარ იმ განწყობით, რომ ძალიან კონსტრუქციულად განვიხილოთ როგორც თქვენი შენიშვნები, ასევე გვაქვს ის განწყობაც, რომ გავითვალისწინოთ ზოგიერთი რეკომენდაცია, რა თქმა უნდა, თუ ეს კონსტრუქციულ ჩარჩოში წარიმართება და მე ამის დიდი იმედი მაქვს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.