გიორგი კვირიკაშვილმა ალექსანდრ ლუკაშენკოს სამუშაო სადილზე უმასპინძლა
გიორგი კვირიკაშვილმა ალექსანდრ ლუკაშენკოს სამუშაო სადილზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს სამუშაო სადილზე უმასპინძლა.

კვირიკაშვილმა და  ლუკაშენკომ კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და აღნიშნეს, რომ ქართველ და ბელარუს ხალხებს შორის კავშირები განსაკუთრებულ ურთიერთპატივისცემასა და სიყვარულს ეფუძნება.

შეხვედრაზე ითქვა, რომ  სამომავლო ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაში, ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტს დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

ალექსანდრე ლუკაშენკომ განსაკუთრებულად აღნიშნა, რომ საქართველოს არა მხოლოდ ძალიან კარგი, არამედ საკუთარი ქვეყნის წინაშე დიდი პასუხისმგებლობის მქონე მთავრობა ჰყავს. სწორედ ამიტომ,  სხვადასხვა სექტორში დაგეგმილი თანამშრომლობა, რაც ვიზიტის ფარგლებში ხელმოწერილი დოკუმენტებით განმტკიცდა, მეტად წარმატებული და ნაყოფიერი იქნება.

სამუშაო სადილს ესწრებოდნენ ალექსანდრე ლუკაშენკოს თანმხლები დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც ბელარუსის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები არიან, საქართველოს მთავრობის წევრები და თბილისის მერი კახა კალაძე.