გიორგი კვირიკაშვილი ფინეთს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ულოცავს
გიორგი კვირიკაშვილი ფინეთს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ფინეთს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ულოცავს.

„ვუსურვებ ფინეთის ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები და მეგობრობა გაძლიერდება“, – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

ფინეთს იუბილე ვიდეომიმართვებით მსოფლიო ლიდერებმაც მიულოცეს, მათ შორის გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრეზიდენტებმა და პრემიერ-მინისტრებმა.

დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ფინეთში საზეიმო ღონისძიებებით აღნიშნავენ.

დატოვე კომენტარი