გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენი ქვეყნის წარმატება დიდწილად დამოკიდებულია პოლიციის წარმატებაზე
გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენი ქვეყნის წარმატება დიდწილად დამოკიდებულია პოლიციის წარმატებაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ქვეყნის წარმატება დიდწილად დამოკიდებულია პოლიციის წარმატებაზე.

მთავრობის ხელმძღვანელმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ელექტრო და ჰიბრიდული ავტომანქანების გადაცემის ცერემონიაზე პოლიციელებს მადლობა გადაუხადა.

„ვიცე-პრემიერმა, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ პოლიციაში ძალიან ბევრი სიახლე ინერგება და ძალიან საინტერესო გეგმებია. მინდა, მინისტრს წარმატება ვუსურვო და ამ წარმატებაში დარწმუნებული ვარ. ჩვენი ქვეყნის წარმატება დიდწილად დამოკიდებულია პოლიციის წარმატებაზე.

მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და თითოეულ პოლიციელს მადლობა გადავუხადო, რომელიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ჩვენს ქვეყანაში წესრიგსა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას იცავს და აშენებს საფუძველთა საფუძელს ჩვენი ქვეყნის წარმატებისა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

იაპონიის მთავრობამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 45 ჰიბრიდული და 51 ელექტრომობილი გადასცა.

შსს-ის ინფორმაციით, ჰიბრიდული ავტომობილები თბილისის საპატრული პოლიციას გადაეცა, ხოლო 51 ელექტრომობილი სხვადასხვა დეპარტამენტზე გადანაწილდა.