გიორგი კოხრეიძე - სერბებს სისწრაფით უნდა ვაჯობოთ
გიორგი კოხრეიძე - სერბებს სისწრაფით უნდა ვაჯობოთ

“საბურთალოსა” და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელი გიორგი კოხრეიძე იმედოვნებს, რომ ხვალ მისი გუნდი სერბეთის “ბროდარაცს” დაამარცხებს და უეფას ახალგაზრდული ლიგის პლეი ოფში მოხვდება.

„სერბები სწრაფები არიან, მაგრამ ბურთს ჩვენსავით ვერ ფლობენ. “საბურთალოს” პლიუსი ბურთის კონტროლი და სწრაფი თამაშია და ეს უნდა გამოვიყენოთ. რა თქმა უნდა, მოედანზე ყველაფერი ასე ადვილად არ ხდება და ამოცანის შესრულება რთული იქნება. მაგრამ მჯერა, მოსაგებად მზად ვართ და შემდეგ ეტაპზე გავალთ” – ამბობს კოხრეიძე.

სერბეთში გამართული პირველი მატჩი “საბურთალოსა” და “ბროდარაცს” შორის სერბეთში ფრედ, 1:1 დასრულდა.

თბილისური კლუბი ბალკანელ მეტოქეს ხვალ, 22 ნოემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 18:00 საათზე უმასპინძლებს და ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, უეფას ახალგაზრდული ლიგის პლეი ოფში მოხვედრას შეეცდება.