გიორგი კოხრეიძე - ჩვენი სურვილია, სარეკლამო ბაზარზე რაც შეიძლება მეტი მოთამაშე გამოჩნდეს
გიორგი კოხრეიძე - ჩვენი სურვილია, სარეკლამო ბაზარზე რაც შეიძლება მეტი მოთამაშე გამოჩნდეს

მიკვირს, კითხვას რომ არავინ სვამს, როცა ქვეყნის ბიუჯეტი გაიზარდა და ეკონომიკა განვითარდა, სარეკლამო ბაზრის ასეთი მცირე ზრდა და ხანდახან, კლებაც რატომ არის, – ამის შესახებ სამეურვეო საბჭოს წევრმა, გიორგი კოხრეიძე პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ეს ხომ ნონსენსია?! ეს ზუსტად იმის გამო ხდება, რომ სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი აბსოლუტურად დაუბალანსებელია. ჩვენი სურვილია, სარეკლამო ბაზარზე რაც შეიძლება მეტი მოთამაშე გამოჩნდეს. წარმოვიდგინოთ გრაფიკი, როცა მაუწყებელს ნული ადამიანი უყურებს და 100% უყურებს სხვა მაუწყებელს. კანონი დარში, წვიმაში და ყველა შემთხვევაში უნდა მოქმედებდეს. ეს კანონი კი, იდეალურ ვარიანტში მხოლოდ მაშინ მუშაობს, როცა საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგი ნულია. როგორც კი ის მატებას დაიწყებს და 100%–ზე ავა, მაინტერესებს, როგორი სურათი გვექნება?! საზოგადოებრივ მაუწყებელს რეკლამის საშუალება არ ექნება და არც ერთ ტელევიზიას მაყურებელი არ ეყოლება, რომ ვინმემ რეკლამა მიიტანოს. მაინტერესებს, ხალხს არ ვეკითხებით, უნდათ თუ არა მათ საზოგადოებრივი მაუწყებელი კონკურსგარეშე იყოს?! “, – განაცხადა კოხრეიძემ.

მისი თქმით, დებულებაში თითქოსდა, იურიდიულად გამართული, მაგრამ აბსოლუტური აბსურდია მიღებული.

„გარკვეული ადამიანების აქტიურობით, უკაცრავად, მაგრამ დებულებაში იდიოტობა გვაქვს მიღებული. საუბარი მიდის იმაზე, რომ თითქოსდა, აჭარის ტელევიზიას შეიძლება, შემოსავალი რამენაირად შეუმცირდეს, მე კი ვასაბუთებ, რომ ცვლილებების შემთხვევაში, აჭარისა და სხვა ტელევიზიების შემოსავლები პირიქით, გაიზრდება. “, – განაცხადა კოხრეიძემ.

როგორც გიორგი კოხრეიძემ აღნიშნა, სამეურვეო საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა აჭარის საზოგადოებრივი ტელევიზიით ისაუბრა, რომ თითქოსდა, აჭარის ტელევიზიის ბიუჯეტში ცვლილება რამეთი იზღუდება და ტელევიზიას შემოსავალი აკლდება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

„პირდაპირ ვიტყვი, აჭარის ტელევიზიას თავისი სამეთვალყურეო საბჭო ჰყავს, რომელიც ბიუჯეტს იღებს. ჩვენ, აქ, თბილისში არც მანამდე და არც მერე არ გვქონია საშუალება, მათ ბიუჯეტთან მიმართებაში ცვლილება შეგვეტანა. ცენტრალურსა და აჭარის ტელევიზიას შორის ერთადერთი ცვლილება ჩვენ შეიძლება, თანხის განაწილებაში შეგვეტანა, რაც არის არანაკლებ ამდენი პროცენტისა. მიუხედავად ჩემი ბევრგზის მცდელობისა, ეს ყველაფერი რაღაცნაირად მომატებულიყო, აჭარის ტელევიზიიდან ვერც ერთხელ ვერ მივიღე არგუმენტირებული დასაბუთება იმისა, თუ რატომ არ უნდა მომატებულიყო“, – განაცხადა გიორგი კოხრეიძემ.