გიორგი კირთაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
გიორგი კირთაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა

„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი კირთაძემ თანამდებობა დატოვა.

როგორც კირთაძე აცხადებს, პარტიაში რჩება და საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.

„თავიდანვე ვამბობდი, რომ ნიკა მელიას დამარცხების შემთხვევაში თანამდებობას დავტოვებდი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პარტიას ვტოვებ და აქტიურად არ გავაგრძელებ ბრძოლას მიშას სიცოცხლის გადასარჩენად და ავტოკრატიული რეჟიმის შესაცვლელად. უბრალოდ, ახლა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ ხალხმა, ვინც მხარს უჭერდა ლევან ვარშალომიძეს. ვულოცავ ხაბეიშვილს გამარჯვებას და არ ვფიქრობ, რომ რაიმე დაპირისპირება იქნება პარტიაში. ახლა, როგორც არასდროს, ქვეყანას სჭირდება ერთიანი და მონოლითური „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა გიორგი კირთაძემ.