გიორგი ხელაშვილი - ვფიქრობთ, უკრაინასთან დაკავშირებით რეზოლუცია არის მკაფიო და გასაგები, დღეს ჩვენი მთავარი ამოცანაა დაძაბულობის შემცირება
გიორგი ხელაშვილი - ვფიქრობთ, უკრაინასთან დაკავშირებით რეზოლუცია არის მკაფიო და გასაგები, დღეს ჩვენი მთავარი ამოცანაა დაძაბულობის შემცირება

ვფიქრობთ, მკაფიო და გასაგები რეზოლუციაა, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ხელაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ“ პარლამენტის რეზოლუციის პროექტის წარდგენისას განაცხადა.

„დღეს ჩვენი მთავარი ამოცანა, როგორც რეზოლუციიდანაც ჩანს, არის დაძაბულობის შემცირება, რომ როგორმე თავიდან ავირიდოთ კატასტროფა. ეს განსხვავება თქვენთვის შეიძლება, უმნიშვნელო იყოს, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავება 2014 წლის რეზოლუციებსა და დღევანდელ რეზოლუციას შორის“, – აღნიშნა გიორგი ხელაშვილმა.

ამასთან, ხელაშვილის განმარტებით, უკრაინასთან დაკავშირებით 2014 წელს მიღებულ რეზოლუციებს, რომლებიც იყო რეაგირება მომხდარზე, რაც შეეხებოდა მიმდინარე ანექსიას ყირიმში და უკვე სექტემბერში ეხებოდა სამხედრო ვითარების გამწვავებას, მხარი დაუჭირა „ქართულმა ოცნებამ“ და არ დაუჭირა „ნაციონალურმა მოძრაობამ“.

შეგახსენებთ, პარტია „ქართულმა ოცნებამ“ „უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის საკუთარი ვარიანტი წარადგინა.