გიორგი ხაბულიანი „ლევანტედან“ „თელავში“ დაბრუნდა #1TVSPORT
გიორგი ხაბულიანი „ლევანტედან“ „თელავში“ დაბრუნდა #1TVSPORT

„თელავი“ ეროვნული ლიგის ახალი სეზონისთვის საქართველოში ემზადება და 19 წლის თავდამსხმელი გიორგი ხაბულიანი დაიმატა, რომელიც „საბურთალოსა“ და ესპანეთის „მატსეტის“ აკადემიების აღზრდილია.

ხაბულიანმა პროფესიული კარიერა 2020 წელს თბილისის „მერანში“ დაიწყო და ეროვნულ ლიგაში სადებიუტო თამაში 16 წლისამ ჩაატარა.

ახალგაზრდა ფორვარდი „თელავში“ უკვე მესამედ ჩაირიცხა. პირველად კონტრაქტი 2021 წელს გააფორმა, საიდანაც თურქულ „ადანა დემირსფორში“ გადავიდა, მაგრამ 2022 წელს კვლავ უკან დაბრუნდა. 2023 წლის აპრილში ესპანეთში გადავიდა და „ლევანტეს“ 19-წლამდელთა გუნდში ჩაირიცხა, საიდანაც სარეზერვო გუნდში გადაიყვანეს.

ხაბულიანი იყო საქართველოს 17, 18 და 19-წლამდელთა ნაკრებების წევრი.