გიორგი კეკელიძე ​ასტრიდ ლინდგრენის საერთაშორისო პრემიაზე საქართველოდან წარსადგენ კანდიდატებს დღეს დაასახელებს
გიორგი კეკელიძე ​ასტრიდ ლინდგრენის საერთაშორისო პრემიაზე საქართველოდან წარსადგენ კანდიდატებს დღეს დაასახელებს

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ​ასტრიდ ლინდგრენის საერთაშორისო პრემიაზე საქართველოდან წარსადგენ წლევანდელ კანდიდატებს დაასახელებს.

ეროვნული ბიბლიოთეკა საქართველოდან ყოველწლიურად ორ კანდიდატს წარადგენს ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე.

საბავშვო მწერლის ხსოვნისადმი მიძღვნილი ჯილდო (Astrid Lindgren Memorial Award, ALMA) მსოფლიოში ყველაზე დიდი პრემიაა ბავშვთა ლიტერატურის სფეროში. ხუთი მილიონი შვედური კრონა (დაახლოებით 705 000 აშშ დოლარი ან 525 000 ევრო) ყოველწლიურად ერთ ან რამდენიმე გამარჯვებულს გადაეცემა.

ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ შეიძლება ნომინირებული იყვნენ ავტორები, ილუსტრატორები, ზეპირი მთხრობელები და ბავშვთა კითხვის პოპულარიზაციის ხელშემწყობი კერძო პირები თუ ორგანიზაციები. ქართველ ნომინანტთა ვინაობა, ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, დღეს საღამოს გახდება ცნობილი.