გიორგი კაპანაძე - „43 პროცენტიან“ მახეს ვინც დათანხმდება, აბსოლუტურად ყველა ქოცის და რეჟიმის საქმეს გააკეთებს
გიორგი კაპანაძე - „43 პროცენტიან“ მახეს ვინც დათანხმდება, აბსოლუტურად ყველა ქოცის და რეჟიმის საქმეს გააკეთებს

ვინც ამ „43 პროცენტიან“ მახეს დათანხმდება, აბსოლუტურად ყველა ქოცის და რეჟიმის საქმეს გააკეთებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი კაპანაძე „ფეისბუქზე“ წერს.

„1. თუ პარლამენტში შესვლა და სკამებზე წამოსკუპება გინდათ, თქვით პირდაპირ, ოღონდ ამას ხალხის საკეთილდღეოდ გადადგმულ ნაბიჯად ნუ გაასაღებთ, თუ შეიძლება.

2. რომელი უტიფარი აგვიხსნით, რატომ უნდა მოხდეს მაკო გომურისთვის თვალის ამომთხრელის ამნისტია?

3. რა, 43 პროცენტი თუ აიღო „ოცნებამ“ რიგგარეშე არჩევნები აღარ იქნება? საიდან მოიტანეთ ეს 43 პროცენტი, როცა საპარლამენტო არჩევნებზე 48 პროცენტი დაიწერეს? ან რატომ ადარებთ საპარლამენტო არჩევნებს ადგილობრივს? ცას და დედამიწას?

4. თქვენ რომ დეპუტატები ხართ, ეს პარტიის და ხალხის დამსახურებაა. ყველა სიით ხართ გასული და კარგი იქნება, თუ ამომრჩეველს მოუსმენთ. ჰკითხეთ აზრი.

5. პირდაპირ ვიტყვი და ნამდვილად არ ვაპირებ ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრას: ვინც ამ „43 პროცენტიან“ მახეს და თვალების ამომთხრელების ინდულგენციას დათანხმდება, ყველა, აბსოლუტურად ყველა, ქოცის და რეჟიმის საქმეს გააკეთებს“,- წერს კაპანაძე სოციალურ ქსელში.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის წარდგენილ ახალ წინადადებაშია ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ წინადადებით, 2022 წელს დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ მმართველი პარტია ადგილობრივ არჩევნებში 43 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს.

1. თუ პარლამენტში შესვლა და სკამებზე წამოსკუპება გინდათ, თქვით პირდაპირ, ოღონდ ამას ხალხის საკეთილდღეოდ გადადგმულ…

Posted by George Kapanadze on კვირა, 18 აპრილი, 2021