გიორგი კანდელაკი - საქართველოს მთავრობა მტრის პროპაგანდას იმეორებს
გიორგი კანდელაკი - საქართველოს მთავრობა მტრის პროპაგანდას იმეორებს

საერთაშორისო სამართალში სახელმწიფოს მეთაურისა და ქვეყნის პასუხისმგებლობის გამიჯვნა არ ხდება, როცა „ქართული ოცნების“ წევრები რუსეთის პროპაგანდას იმეორებენ და რუსულ პრესაში ზეიმს ვხედავთ, ამ ფონზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები თავს ისულელებენ ან სახელმწიფოს განზრახ მტრობენ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, უფრო მეორე მგონია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გიორგი კანდელაკმა განუცხადა.

დეპუტატის თქმით, 7 აგვისტოს, რუსეთის შემოჭრის დღეს, მთავრობა საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს საკითხის აქტუალიზაციისთვის უნდა იყენებდეს, მთავრობის ლიდერები სტატიებს უნდა აქვეყნებდნენ, კონფერენციებს იწვევდნენ, ღონისძიებებს ატარებდნენ, ვიზიტებში დადიოდნენ, მსოფლიოს ქვეყნის პრობლემას უნდა ახსენებდნენ და ევროკავშირისა და ამერიკის სანქციებში საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანის თაობაზე მოთხოვნის შეტანას უნდა ითხოვდნენ.

„მთავრობა ამით უნდა იყოს დაკავებული. ამის ნაცვლად ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა მტრის პროპაგანდას იმეორებს და იმას ამბობს, რასაც ჩვენი მტერი. ამაზე კოლაბორაციონიზმის გარდა, სხვა ტერმინი არ მაფიქრდება. ეს არის მთავრობის სამარცხვინო, თავის მჭრელი ქცევა ამ ტრაგიკულ დღეებში. ეს კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც ამ ხალხის ხელისუფლებაში გაჩერება აღარ შეიძლება”, – განაცხადა დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა.

დატოვე კომენტარი