გიორგი კანდელაკი - რუმინელი კომუნისტები, თუნდაც ყოფილები, ვერ გადაწყვეტენ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს
გიორგი კანდელაკი - რუმინელი კომუნისტები, თუნდაც ყოფილები, ვერ გადაწყვეტენ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს

ყოფილი კომუნისტების განცხადებებზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა, გიორგი კანდელაკმა რუმინელი დეპუტატის, ევროპარლამენტარ ვიქტორ ბოშტინარუს განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

მისი თქმით, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ქვეყნის მოსახლეობა გადაწყვეტს.

„თუ ყოფილ კომუნისტს არ მოსწონს რომელიმე კანდიდატი ჩვენ არჩევნებში, ეს ნიშნავს, რომ სწორედ ამ კანდიდატს უნდა დავუჭიროთ მხარი. მას რომ ოპოზიციური კანდიდატი მოსწონებოდა, მაშინ იქნებოდა რაღაც პრობლემა. ყოფილი კომუნისტების განცხადებებზე მე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ, პირიქით ეს ნიშნავს, რომ კანდიდატი, რომელსაც მხარს უჭერს, პრობლემაა. რუმინელი კომუნისტები, თუნდაც ყოფილები, ვერ გადაწყვეტენ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს. ამას გადაწყვეტენ ჩვენი მოქალაქეები“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

რუმინელმა პოლიტიკოსმა, ევროპარლამენტის წევრმა, ვიქტორ ბოშტინარუმ ევროპარლამენტში გუშინ განაცხადა: „ყოფილი რუსი ელჩი, როგორიცაა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, არ იქნება შესაფერისი საქართველოს პრეზიდენტად“.

ევროპარლამენტში გუშინ საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიში განიხილეს.