გიორგი კანდელაკი - როგორ შეიძლება, ჟურნალისტის თუნდაც სულელურმა განცხადებამ ქვეყნებს შორის კრიზისი გამოიწვიოს, ეს არასერიოზულია
გიორგი კანდელაკი - როგორ შეიძლება, ჟურნალისტის თუნდაც სულელურმა განცხადებამ ქვეყნებს შორის კრიზისი გამოიწვიოს, ეს არასერიოზულია

როგორ შეიძლება, ჟურნალისტის თუნდაც სულელურმა განცხადებამ ქვეყნებს შორის კრიზისი გამოიწვიოს, ეს არასერიოზულია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გიორგი კანდელაკმა განუცხადა, რომელიც „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანის, გიორგი გაბუნიას მონოლოგს გამოეხმაურა.

მისი თქმით, გიორგი გაბუნიას ქცევა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, რაც ძალიან სამწუხაროა.

„რუსეთთან მტყუანი როგორ უნდა აღმოჩნდე? ამ არასწორ ქცევაზე მთავრობის სამარცხვინო რეაქცია რუსულ პროპაგანდას იმეორებს. საქართველოს წინააღმდეგ მომუშავე რუსეთის გავლენის აგენტები გამოიყვანეს, რომლებიც ანტიდასავლურ პროპაგანდას ავრცელებენ და მთავრობაც მათთან ერთად მოქმედებს. მთავრობის სამარცხვინო რეაქცია კიდევ ერთხელ გვახსენებს, როგორი სამარცხვინო და საშიში გუნდია ხელისუფლების სათავეში, რომელიც ჯერ კიდევ თავს არიდებს პასუხისმგებლობას გავრილოვის ამ ქვეყანაში მოწვევისა და გავრილოვის ღამის მოწყობის გამო, რომელსაც გახარია გადაეფარა და ცდილობს, მას პასუხისმგებლობა აარიდოს, რომელმაც გავრილოვის ღამის მოწყობისა და ბავშვებისთვის თვალების დათხრის ბრძანება გასცა. რაც შეეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, უწყებამ ქვეყნისა და პარტნიორების წინაშე თავი მოიჭრა”, – განაცხადა კანდელაკმა.