გიორგი კანდელაკი - მნიშვნელოვანია, ოპოზიციის ბოიკოტი, მანდატების დათმობა სამართლებრივად გაფორმდეს, ამის შემდეგ „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა გაასკეცდება
გიორგი კანდელაკი - მნიშვნელოვანია, ოპოზიციის ბოიკოტი, მანდატების დათმობა სამართლებრივად გაფორმდეს, ამის შემდეგ „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა გაასკეცდება

ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ოპოზიციის ბოიკოტი, მანდატების დათმობა სამართლებრივად გაფორმდეს, რათა დასრულდეს ეს პროცესი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა განაცხადა.

კანდელაკის თქმით, „კომუნისტურ პარლამენტს, საზოგადოების უმრავლესობის მხრიდან, არ გააჩნია არანაირი ლეგიტიმაცია“ და მისი განცხადებით, ეს არის პრობლემა ქვეყნისთვის და პირველ რიგში, „ქართული ოცნებისთვის“.

„რეალობა არ შეცვლილა. ნახევარზე მეტ უბანზე, მთელი უბნები მაჟორიტარულ არჩევნებში იყო ჩაყრა ან კარუსელი, რადგან ბიულეტენების მეტობა იყო ან ნაკლებობა. აღქმა იმისა, რომ არჩევნების შედეგად მთავრობის ფორმირების საკითხზე მოხდა გადამწყვეტი გავლენა, არსად გამქრალა. ამიტომ, ისევ და ისევ, ბურთი არის „ქართული ოცნების“ მხარეს, საერთო ჯამში, ოპოზიცია არის  ერთიანი და ბოიკოტი არის შემდგარი. ამ კომუნისტურ პარლამენტს, საზოგადოების უმრავლესობის მხრიდან, არ გააჩნია არანაირი ლეგიტიმაცია და ეს არის პრობლემა ქვეყნისთვის და პირველ რიგში, „ქართული ოცნებისთვის“. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ბოიკოტი სამართლებრივად გაფორმდეს, ეს მანდატების დათმობა გაფორმდეს, რათა დასრულდეს ეს პროცესი. ამის შემდეგ ბუნებრივია, ზეწოლა „ქართულ ოცნებაზე“ ბევრად გაიზრდება, გაასკეცდება ეს ზეწოლა, რის შედეგადაც კომპრომისი და დათმობა საზოგადოების უმრავლესობის ნების წინაშე „ქართული ოცნების“ მხრიდან არის სრულიად გარდაუვალი. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.