გიორგი კანდელაკი - ჩვენი ამოცანაა, რომ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე წარმოდგენილმა პარლამენტარებმა საქართველოს საკითხი მიიტანონ იქ, სადაც მიიღება გადაწყვეტილებები
გიორგი კანდელაკი - ჩვენი ამოცანაა, რომ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე წარმოდგენილმა პარლამენტარებმა საქართველოს საკითხი მიიტანონ იქ, სადაც მიიღება გადაწყვეტილებები

საქართველოს ინტერესია, რომ ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია, დევნილთა დაბრუნება და იგივე 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შესრულება, გახდეს მუდმივი დღის წესრიგის ნაწილი აღმასრულებელ დონეზე, როდესაც სახელმწიფოს მეთაურები და ლიდერები ხვდებიან რუსეთის ლიდერებს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა ლონდონში განაცხადა, სადაც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 65-ე სესიაში იღებს მონაწილეობას.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო კონფერენციებზე საქართველოს საკითხი ფიგურირებდეს მუდმივად.

„ჩვენი საკითხი რომ ფიგურირებდეს ყოველთვის, ეს არის ჩვენი ამოცანა. ამისთვის იღწვის „ევროპული საქართველო“, რომ უბრალოდ კი არ ვსაუბრობდეთ, არამედ ის, რომ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე წარმოდგენილმა პარლამენტარებმა მიიტანონ ეს ამბავი თავიანთ მთავრობებთან, რათა მთავრობებმა ეს საკითხი, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების დღის წესრიგის ნაწილი დააყენონ, სადაც მიიღება გადაწყვეტილებები,“ – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.