გიორგი კანდელაკი - ალეკო ელისაშვილი ეძებს საბაბს, შევიდეს პარლამენტში და კვერი დაუკრას გაყალბებულ არჩევნებს
გიორგი კანდელაკი - ალეკო ელისაშვილი ეძებს საბაბს, შევიდეს პარლამენტში და კვერი დაუკრას გაყალბებულ არჩევნებს

ალეკო ელისაშვილი ეძებს საბაბს, შევიდეს პარლამენტში და კვერი დაუკრას გაყალბებულ არჩევნებს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ელისაშვილს პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული აქვს, მაშინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ „შეერწყმება“ მმართველ გუნდს.

„ალეკო ელისაშვილი ეძებს საბაბს, სამწუხაროდ, ვიხილეთ ეს ძალიან სავალალო სურათი გუშინ. იგი ეძებს საბაბს, რომ შევიდეს პარლამენტში და კვერი დაუკრას გაყალბებულ არჩევნებს. თუ მას მიღებული აქვს ეს გადაწყვეტილება და სურს პარლამენტში შესვლა, შევიდეს, არავინ არ ექაჩება, ოღონდ აიღოს პასუხიმსგებლობა იმაზე, რომ იგი შეერწყმება „ქართულ ოცნებას“. თავისუფალია თავის არჩევანში“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა გუშინ ვიდეოჩართვაში განაცხადა, რომ საარჩევნო რეფორმის საკითხზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები თუ წარმატებით დასრულდება, პარლამენტში შევა.

„ახლა გვაქვს შესაძლებლობა, მოლაპარაკებიდან გამოვიტანოთ საქართველოს მომავალი, გაწიკწიკებული საარჩევნო წესები. თუ ეს დოკუმენტები და გარანტია მეჭირება ხელში, შევალ პარლამენტში“, – განაცხადა ელისაშვილმა.