გიორგი კალანდარიშვილი – საარჩევნო ადმინისტრაციამ სამი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა, რაც ნიშნავს იმ საქმიანობების საერთაშორისო აღიარებას, რომლებსაც ვახორციელებთ

16:45, 17.11.2023

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში შედგა საპარლამენტო სწავლების საერთაშორისო ცენტრის მე- 19 საერთაშორისო კონფერენცია, სადაც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ სამი დამსახურებული, საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა, რაც, თავის მხრივ, ნიშნავს საერთაშორისო აღიარებას იმ საქმიანობების, რომლებსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ახორციელებს, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

როგორც გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, ცესკო-ს ჯილდო გადაეცა არჩევნების, კონფლიქტების მართვასა და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობაში.

„მოვიპოვეთ ყველაზე მნიშვნელოვანი და წონადი ჯილდო, ეს არის წლის საარჩევნო ადმინისტრაცია, რომელიც ნიშნავს იმას, რომ მთელ რიგ კრიტერიუმებთან თანხვედრა და საერთაშორისო სტანდარტებით საქმიანობის განხორციელება მაღალ პროფესიულ დონეზეა ყველა იმ მიმართულებით, რომლებსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ახორციელებს. მათ შორის, ამომრჩეველთა ინფორმირების, ტექნოლოგიის დანერგვის, დეზინფორმაციასთან გამკლავების, არჩევნების მართვისა და ბიზნესპროცესების სწორად განვითარების მიმართულებით. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მაღალი, საერთაშორისო დონის აღიარება ისეთი ავტორიტეტული ჟიურის წევრებისაგან, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციებს, სხვადასხვა საარჩევნო ადმინისტრაციებს წარმოადგენენ, არის კიდევ ერთხელ ხაზგასმა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მოქმედებს საერთაშორისო ევროპული სტანდარტებით და თავის საქმიანობას მაღალ პროფესიულ დონეზე ახორციელებს“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

მსგავსი