გიორგი კალანდარიშვილი - მინდა, დავაანონსო ძალიან მასშტაბური საინფორმაციო კამპანიები,  გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რომ ყველა ამომრჩევლამდე მივიტანოთ ინფორმაცია
გიორგი კალანდარიშვილი - მინდა, დავაანონსო ძალიან მასშტაბური საინფორმაციო კამპანიები,  გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რომ ყველა ამომრჩევლამდე მივიტანოთ ინფორმაცია

მინდა, დავაანონსო ძალიან მასშტაბური საინფორმაციო კამპანიების განხორციელება, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ამ მასშტაბური საინფორმაციო კამპანიების ფარგლებში ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას იმისთვის, რომ დარჩენილ თითქმის წელიწად-ნახევარში ყველა ამომრჩევლამდე მივიტანოთ სიახლეების, მათი უფლებების და პროცედურების შესახებ ინფორმაცია. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რომ ცნობიერება მაქსიმალურად გავზარდოთ ჩართულ მხარეებში, რათა ისინი აღჭურვილი იყვნენ ყველა აუცილებელი ცოდნით, რომელიც მათ სადამკვირვებლო თუ სხვადასხვა მისიაში გამოადგებათ.

ამასთანავე, ჩვენი მიზანია, გავზარდოთ პოტენციური რესურსი იმ ადამიანების, რომლებიც შემდგომ, კენჭისყრის დღეს მოემსახურებიან როგორც არჩევნების დღის ადმინისტრირებას, ასევე წინასაარჩევნო პერიოდში ყველა პროცესის ზედმიწევნით აღსრულებას“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

მისი თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციას ამ მიზნით ექნება საჯარო შეხვედრები, ტექნოლოგიების საჯარო დემონსტრაციები, საჯარო პილოტირება და ცესკო ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს ინფორმაციის დისტრიბუცია.