გიორგი კალანდარიშვილი - არაუფლებამოსილი პირების მიერ ადგილი აქვს მცდელობას, დაესწრონ სოლქო საარჩევნო კომისიის სხდომებს, სადაც საჩივრების განხილვა მიმდინარეობს
გიორგი კალანდარიშვილი - არაუფლებამოსილი პირების მიერ ადგილი აქვს მცდელობას, დაესწრონ სოლქო საარჩევნო კომისიის სხდომებს, სადაც საჩივრების განხილვა მიმდინარეობს

არაუფლებამოსილი პირების მიერ ადგილი აქვს მცდელობას, დაესწრონ სოლქო საარჩევნო კომისიის სხდომებს, სადაც საჩივრების განხილვა მიმდინარეობს, – ასე გამოეხმაურა ცესკო-ს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი გიორგი კალანდარიშვილი  თბილისსა და რეგიონებში რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიასთან განვითარებულ მოვლენებს.

მისი განცხადებით, საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომებზე დასწრების უფლება აქვთ: შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ საარჩევნო სუბიექტის ერთ წარმომადგენელს, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის ერთ წარმომადგენელს, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის ორ წარმომადგენელს, თარჯიმანთან ერთად და ასევე, აკრედიტირებული მედიასაშუალებების წარმომადგენლებს.

„ამ წუთას რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიაში მიმდინარეობს სხდომები, სადაც განიხილება საჩივრები, თუმცა გარკვეული არაუფლებამოსილი პირების მიერ ადგილი აქვს მცდელობას, დაესწრონ სოლქო საარჩევნო კომისიის სხდომებს. ამასთან, რიგ შემთხვევებში ადგილი აქვს, ზეწოლის მოხდენის მცდელობას. შესაბამისად, გვსურს კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას, რომ საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომებზე დასწრების უფლებამოსილება აქვთ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ საარჩევნო სუბიექტის ერთ წარმომადგენელს, ასევე ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის ერთ წარმომადგენელს, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის ორ წარმომადგენელს თარჯიმანთან ერთად და ასევე, აკრედიტირებული მედიასაშუალებების წარმომადგენლებს. შესაბამისად, მივმართავთ ჩართულ მხარეებს, ყურადღებით დააკვირდნენ საოლქო საარჩევნო კომისიებთან განვითარებულ მოვლენებს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გამჭვირვალობას და საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

შეგახსენებთ, თბილისსა და რამდენიმე რეგიონში საოლქო საარჩევნო კომისიებთან ხმაური და დაპირისპირებაა. ოპოზიციის წარმომადგენლები საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომაზე დასწრებას ითხოვენ, სადაც საჩივრების განხილვა მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.