გიორგი კალანდარიშვილი - ​საკონსულტაციო საბჭოსთან მიმართებაში არის დავების საბჭო, ჩვენ შევთავაზეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს აღნიშნული პლატფორმა, ამ ეტაპზეც მიმდინარეობს მოლაპარაკებები
გიორგი კალანდარიშვილი - ​საკონსულტაციო საბჭოსთან მიმართებაში არის დავების საბჭო, ჩვენ შევთავაზეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს აღნიშნული პლატფორმა, ამ ეტაპზეც მიმდინარეობს მოლაპარაკებები

საკონსულტაციო საბჭოსთან მიმართებაში არის დავების საბჭო, რომელიც ასევე საარჩევნო კანონმდებლობის სიახლეს წარმოადგენს. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამ მხრივ შექმნა საკანონმდებლო მოცემულობა, კანონქვემდებარე აქტით უზრუნველყო შესაბამისი წესების მოწესრიგება და ჩვენ შევთავაზეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს აღნიშნული პლატფორმა, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პლატფორმა ცესკო-სგან დამოუკიდებელია.

„ამ ეტაპზეც მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მიმდინარეობს ისევ ამ სივრცის შეთავაზება, სხვადასხვა ალტერნატივის განხილვა საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან, რის თაობაზეც შესაბამისი გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი. ეს პლატფორმა ცესკო-სგან დამოუკიდებელია, ჩვენ ამ პროცესში არ ვერევით. ცესკო ადმინისტრირების თვალსაზრისით გააკეთებს თავის მაქსიმუმს, რომ ამ კომისიამ შეძლოს ფუნქციონირება და აქტიურად იყოს ჩართული საარჩევნო პროცესებში. ცესკო-ს ყველა სხდომა გადაიცემა პირდაპირ ეთერში, განხორციელდა დროებით წევრებთან ინტერვიუები პირდაპირ ეთერში. ასევე, ყველა აქტივობის შესახებ მედია არის ინფორმირებული და არის შესაძლებლობა, რომ ჩვენი საქმიანობების შესახებ მაქსიმალურად მივიტანოთ ინფორმაცია ამომრჩევლებამდე. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს ჩვენი ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების, საერთაშორისო პარტნიორების, მედიის, რომ ამ პროცესში იქნებით აქტიურად ჩართული და საარჩევნო ადმინისტრაციას მისცემთ შესაძლებლობას, ჩვენი განხორციელებული საქმიანობის შესახებ უწყვეტი ინფორმაციული კამპანია განვახორციელოთ“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.