გიორგი კახიანი - არაკორექტული განცხადებებით ოპოზიცია სრულიად დესტრუქციულ, მავნებლურ ძალად წარმოაჩენს თავს
გიორგი კახიანი - არაკორექტული განცხადებებით ოპოზიცია სრულიად დესტრუქციულ, მავნებლურ ძალად წარმოაჩენს თავს

ასეთი განცხადებებით ოპოზიცია კიდევ ერთხელ წარმოაჩენს თავის თავს, როგორც სრულიად დესტრუქციულ, არარელევანტურ ძალად, მეტსაც ვიტყვი, მავნებლურ ძალად, – ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებას.

„ასეთი განცხადებებით ოპოზიცია კიდევ ერთხელ წარმოაჩენს თავის თავს, როგორც სრულიად დესტრუქციულ, არარელევანტურ ძალად, მეტსაც ვიტყვი, მავნებლურ ძალად, რომელიც ცდილობს, ქვეყნის განვითარებას ხელი შეუშალოს. ასეთი, რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტული განცხადებები ცხადია, ვერანაირად ვერ აზიანებს განცხადებების ადრესატს, არამედ თვითონ განმცხადებელს წარმოაჩენს ძალიან უარყოფითად საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.