გიორგი კაკაურიძე - ტურიზმი საერთოდ რომ არ აღდგეს, 2021 წელს დაახლოებით ხუთპროცენტიანი ეკონომიკური ზრდა გვექნება
გიორგი კაკაურიძე - ტურიზმი საერთოდ რომ არ აღდგეს, 2021 წელს დაახლოებით ხუთპროცენტიანი ეკონომიკური ზრდა გვექნება

ტურიზმის სექტორიდან დანაკლისი მთლიანად აისახება 2020 წელზე. შესაბამისად, ბაზის ეფექტიდან გამომდინარე, ვინაიდან წელს ტურიზმის დანაკლისი უკვე არის ქვეყანაში, ტურიზმის თუნდაც მცირე აღდგენა დამატებით პლუსებს გვაძლევს ეკონომიკურ ზრდაში, ანუ ტურიზმი საერთოდ რომ არ აღდგეს, 2021 წელს დაახლოებით, ხუთპროცენტიანი ზრდა გვექნება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში განცხადა.

აღნიშნული კომენტარით კაკაურიძემ უპასუხა „ევროპული საქართველოს“, „ევროპული საქართველო მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და „ევროპული საქართველო-რეგიონების“ სხდომაზე სერგი კაპანაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, კაპანაძემ 2021 წელს საქართველოს ეკონომიკის ხუთი პროცენტით ზრდა არარეალისტურად მიიჩნია.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, 2021 წლიდან ტურიზმის მნიშვნელოვნად აღდგენის შემდეგ, შესაძლებელია, ქვეყანამ შვიდპროცენტიან ეკონომიკურ ზრდას მიაღწიოს.

„არსებობს რისკები, მათ შორის მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი შეფასება. უახლოესი ორი კვირის განმავლობაში, მიმდინარეობს მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის ეკონომიკური ფორუმი და ვნახოთ, რა პროგნოზი გამოქვეყნდება“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

დატოვე კომენტარი