გიორგი კაკაურიძე – საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზებით, ჩვენი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გაიზარდა, შესაძლებელია, უფრო მაღალიც იყოს, თუმცა ჩვენ ბიუჯეტს 6.8%-იან პროგნოზზე ვგეგმავთ

15:18, 07.10.2026

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზებს თუ შევხედავთ, ყველა მათგანმა ჩვენი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გაზარდა. ბოლო იყო მსოფლიო ბანკი, წინა პროგნოზი 5% იყო და 7%-მდე გაზარდა, თუმცა მანამდე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა 6.5%-მდე აიყვანა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.

მისი თქმით,  იგივე მაჩვენებლები აქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდს.

„ეს პროგნოზები სრულ თანხვედრაშია იმ მონაცემებთან, რაც წარმოდგენილია 2027 წლის ბიუჯეტის ფარგლებში, 2026 წლის მონაცემებით 6.8%-ია ჩვენ მიერ წარმოდგენილი ზრდის პროგნოზი. ეს პროგნოზი, ვფიქრობ, არის ის რეალისტური, რაც გვექნება წლის ბოლოსთვის. შესაძლებელია, უფრო მაღალიც იყოს, თუმცა ჩვენ ბიუჯეტს ვგეგმავთ 6.8%-იან პროგნოზზე წლევანდელ წელს, რაც იქნება ბაზა იმისთვის, რომ მომდევნო წლის ბიუჯეტი დაიგეგმოს“, – განაცხადა კაკაურიძემ.

მსგავსი