გიორგი კაკაურიძე - არასდროს მითქვამს და არ ვიტყვი, რომ სადღაც, რაღაც ხარჯის ეკონომიის გაკეთება არ შეიძლება, მაგრამ, საერთო ჯამში, ბიუროკრატიული ხარჯები საკმაოდ შემცირებულია
გიორგი კაკაურიძე - არასდროს მითქვამს და არ ვიტყვი, რომ სადღაც, რაღაც ხარჯის ეკონომიის გაკეთება არ შეიძლება, მაგრამ, საერთო ჯამში, ბიუროკრატიული ხარჯები საკმაოდ შემცირებულია

არასდროს მითქვამს და არ ვიტყვი, რომ სადღაც, რაღაც ხარჯის ეკონომიის გაკეთება არ შეიძლება, მაგრამ, ზოგადად, თუ შეჯამებულად შევხედავთ ბიუროკრატიულ ხარჯებს, დამიჯერეთ, საკმაოდ შემცირებულია, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ ფრაქცია „ლელოს“ სხდომაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ.

მისი თქმით, წლებია, ერთი და იგივე ბიუჯეტი აქვს ამა თუ იმ სამინისტროს ადმინისტრაციული ხარჯებისთვის.

„არასდროს მითქვამს და არ ვიტყვი, რომ სადღაც, რაღაც ხარჯის ეკონომიის გაკეთება არ შეიძლება. ალბათ ყველგან შეიძლება, დღეს თუ რაღაცაში იხარჯება თანხა, ხვალ შეიძლება, კიდევ უფრო ნაკლები დაიხარჯოს, კონკრეტულ მივლინებაში და სხვა. მაგრამ ზოგადად, ჯამურად, ადმინისტრაციული ხარჯები მნიშვნელოვნად არის შემცირებული და გათვალისწინებულია იმაზე ნაკლები, ვიდრე საჭიროა უწყებების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების დასაფინანსებლად. მათ შორის, სამინისტროების შრომის ანაზღაურების ნაწილში თანხები გათვალისწინებულია ვაკანსიების გამოკლებით და შეზღუდულია ახალი თანამშრომლის აყვანა. უწყებების მიხედვით, დაფინანსება წლებია, არ გაზრდილა და შესაბამისად, ყოველწლიურად კლებადია“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

დატოვე კომენტარი