გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ეკონომიკის სწრაფ აღდგენაზეა ორიენტირებული
გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ეკონომიკის სწრაფ აღდგენაზეა ორიენტირებული

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ორიენტირებულია იმაზე, რომ ეკონომიკა სწრაფად აღდგეს.

როგორც კაკაურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი გადამუშავდება როგორც ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით, ასევე ეკონომიკის მხარდაჭერის თვალსაზრისით.

კაკაურიძის თქმით, სავალუტო ფონდის ვირტუალურ მისიასთან დეტალურად მიმდინარეობს მსჯელობა როგორც პარამეტრებზე, ასევე მოლოდინებზე,კერძოდ, იმაზე, თუ როგორი მოთხოვნა იქნება ქართულ პროდუქციაზე სხვადასხვა ქვეყანაში.

„თვის ბოლოს რა ინფორმაცია იქნება ვაქცინაზე,  ამის მიხედვით მოგვიწევს თანხების გადანაწილება როგორც ჯანდაცვის, ასევე სოციალური და ეკონიმიკის მხარდაჭერის მიმართულებით.

კონკრეტულ პროგრმებს რა მოცულობით დავაფინანსებთ, ამას ახლა ვერ გეტყვით. რაც შეეხება ოპოზიციის კრიტიკას, მათ შეუძლიათ, თავიანთი გადმოსახედიდან იყურონ, თუმცა პანდემიამდე კარგი ეკონომიკური პარამეტრები გვქონდა და ის, რომ რეიტინგი შეგვინარჩუნეს საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებმა, ეს სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია“, – განაცხადა კაკაურიძემ.