გიორგი გოროზია თბილისის „ლოკომოტივში“ დაბრუნდა. 23 წლის ნახევარმცველმა კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა.
გოროზია ბოლოს ფინურ „როპსის“ რიგებში გამოდიოდა, სადაც 13 შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. მანამდე კი, „ლოკომოტივში“ თამაშობდა და მალტურ „ჰიბერნიენში“ გადავიდა.
გიორგი გოროზია სამარაშია დაბადებული. მისი საფეხბურთო კარიერა კი თბილისის „ლოკომოტივში“ დაიწყო. დასახელებული გუნდების გარდა, მას ასევე უთამაშია ქუთაისის „ტორპედოსა“ და აზერბაიჯანულ „ზირაში“.