გიორგი გოგოლაძემ ორიაკთან ახალი კონტრაქტი გააფორმა
გიორგი გოგოლაძემ ორიაკთან ახალი კონტრაქტი გააფორმა

საქართველოს მორაგბეთა 20 წლამდე ნაკრების ყოფილმა წევრმა გიორგი გოგოლაძემ ფრანგულ „ორიაკთან“ პროფესიული ხელშეკრულება გააფორმა. 22 წლის ქართველი მორაგბე აქამდე აღნიშნული კლუბის ესპუარებში ირიცხებოდა, ამჯერად კი ქართველი უკანახაზელი ფრანგული „ორიაკის“ ძირითად გუნდში 2023 წლამდე დარჩება.

გიორგი გოგოლაძემ მიმდინარე სეზონზე, პრო დე2-ში მოასპარეზე „ორიაკის“ ძირითადი გუნდის შემადგენლობაში ორი მატჩი სრულად ითამაშა. რაც შეეხება სატურნირო ცხრილს „ორიაკი“ 38 ქულით მე-14 პოზიციაზე იმყოფება.

გოგოლაძემ საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში 2017 წელს მსოფლიოს თასზე ითამაშა. მან სამი შეხვედრა ჩაატარა და ერთი ლელოს ავტორი გახდა

დატოვე კომენტარი