გიორგი გოჩოლეიშვილმა გერმანიის თასზე ითამაშა - „ჰამბურგმა“ ობერლიგის გუნდი დაამარცხა #1TVSPORT
ჰამბურგი“, სადაც გიორგი გოჩოლეიშვილი თამაშობს, გერმანიის თასის 1/32-ფინალში „პირმანსენსს“ ესტუმრა და ობერლიგის გუნდი დამატებით დროში დაამარცხა – 2:1.
საქართველოს ნაკრების მცველი ახალი გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და სადებიუტო შეხვედრის პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. მასპინძლები ამის შემდეგ დაწინაურდნენ – ანგარიში 53-ე წუთზე იანიკ გრიესმა გახსნა.
„ჰამბურგს“ დაბალი ლიგის გუნდის დაცვის გასატეხად დიდი დრო დასჭირდა, მაგრამ 90+2-ე წუთზე გილერმე რამოსის გოლით წონასწორობა მაინც აღადგინა, ხოლო დამატებით დროში, მე-100 წუთზე რანსფორდ კონიგსდორფერმა „ჰამბურგს“ გამარჯვება და გერმანიის თასის 1/16-ფინალის საგზური მოუტანა.