გიორგი გოჩოლეიშვილმა გერმანიის ბუნდესლიგაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა #1TVSPORT

21:33, 24.08.2025

გიორგი გოჩოლეიშვილმა გერმანიის ბუნდესლიგაში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა, სადაც მისი ახალი გუნდი „ჰამბურგი“ მიონხენგლადბაის „ბორუსიას“ ესტუმრა და ქულა მოიპოვა – 0:0.

საქართველოს ნაკრების მცველი ბუნდესლიგაში დაბრუნებულ ჰამბურგელთა ძირითად შემადგენლობაში იყო, 86-ე წუთზე შეცვალეს და მორიგი ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ტოპლიგაში ითამაშა.

მორიგ შეხვედრას „ჰამბურგი“ 29 აგვისტოს გამართავს – გუნდი შინ „სანკტ პაულს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი