გიორგი გოჩოლეიშვილი ზაფხულში დონეცკის „შახტარში“ მოემზადება #1TVSPORT

10:15, 27.05.2026

გიორგი გოჩოლეიშვილს გერმანიის ბუნდესლიგის „ჰამბურგში“ იჯარის ვადა ამოეწურა და დონეცკის „შახტარში“ ბრუნდება. უკრაინული გამოცემის, „სპორტის“ ინფორმაციით, გუნდის მთავარი მწვრთნელი არდა თურანი მას თავის გამოჩენის შანსს მისცემს.

„საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი უკრაინის პრემიერლიგაში დაბრუნდება და მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დონეცკის „შახტარს“ შეუერთდება. მთავარი მწვრთნელი არდა თურანი დაინტერესებულია 25 წლის ფეხბურთელთან მუშაობით, რომელიც გერმანიის ბუნდესლიგაში ასპარეზობდა. გოჩოლეიშვილს საშუალება ექნება, შეკრებაზე თავი წარმოაჩინოს და გუნდთან ერთად პრემიერლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მატჩებისთვის მოემზადოს“, – წერს გამოცემა.

2025-2026 წლების სეზონში ქართველი ფეხბურთელი „ჰამბურგში“ იჯარის წესით თამაშობდა. მან გერმანული კლუბის მაისურით 31 მატჩი ჩაატარა და აქტივში ერთი საგოლე გადაცემა ჩაიწერა. ფეხბურთელს საქართველოს ნაკრებში 20 შეხვედრა აქვს გამართული, მისი სატრანსფერო ღირებულება კი 2.5 მილიონ ევროს შეადგენს.

მსგავსი