გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა განკარგულება გამოსცა

21:54, 24.12.2020

გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განკარგულება გამოსცა.

„საქართველოს კონსტიტუციის 56-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრად დაინიშნოს გიორგი გახარია“, – აღნიშნულია პრეზიდენტის განკარგულებაში.

საქართველოს პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას დღეს გამოუცხადა ნდობა.

მსგავსი