გიორგი გახარიას პარტიის წევრებმა ტელეკომპანია „იმედთან“ საპროტესტო აქცია გამართეს

18:55, 31.01.2025

ტელეკომპანია „იმედთან“ საპროტესტო აქცია გაიმართა.

ადგილზე იმყოფებოდნენ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრები, მუსიკოსთა და „ლაბორის“ პროფკავშირების წარმომადგენლები.

შეკრებილების თქმით, ტელეკომპანია „იმედი“ სრულად არ ასახავს ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო მოვლენებს და პირიქით, მის დაზიანებას ცდილობს.

აქციის ორგანიზატორებს ტელეკომპანია „იმედის“ შესასვლელთან ხმის გამაძლიერებლები ჰქონდათ მიტანილი. იყო სიტყვით გამოსვლებიც.

მსგავსი