გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის პირველი სხდომა გაიმართება

07:48, 13.09.2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის სხდომა პირველად გაიმართება.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის განახლებული შემადგენლობით პირველი სხდომა 10:00 საათზეა ჩანიშნული. სხდომის დღის წესრიგში 11 საკითხია შეტანილი.

გიორგი გახარიასა და მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტმა ნდობა მიმდინარე წლის 8 სექტემბერს გამოუცხადა.

მსგავსი