გიორგი გახარიას ინფორმაციით, ზუგდიდში, 87-ე საარჩევნო უბანთან გასროლა საბრძოლო იარაღიდან არ მომხდარა
გიორგი გახარიას ინფორმაციით, ზუგდიდში, 87-ე საარჩევნო უბანთან გასროლა საბრძოლო იარაღიდან არ მომხდარა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას ინფორმაციით, ზუგდიდში, 87-ე საარჩევნო უბანთან გასროლა საბრძოლო იარაღიდან არ მომხდარა.

როგორც შს მინისტრმა ჟურნალისტებთან ფაქტზე საუბრისას განაცხადა, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

„აბსოლუტური პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ყველა ის შემთხვევა, რაც არ უნდა მოხდეს, პროვოკაციები იქნება ეს, თუ უბრალო სამართალდარღვევები, პოლიციისა და შსს-ს რეაგირება, განურჩევლად მხარეებისა, იქნება აბსოლუტურად მკაცრი და სწრაფი, ისე როგორც მოვახდინეთ იმ შემთხვევის, როდესაც მოხდა გასროლა. ახლა მიმდინარეობს გამოძიება. როგორც ვიცი, ეს არ იყო საბრძოლო იარაღი, თუმცა სანამ შსს არ გაერკვევა ბოლომდე, რა მოხდა, ეს პიროვნება არის დაკავებული“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ზუგდიდში, 18 მაისს, 87-ე საარჩევნო უბანთან იარაღიდან გაისროლეს. ფაქტზე შსს-მ ორი პირი დააკავა.