გიორგი გახარიას დღეს პარლამენტში მოუსმენენ
გიორგი გახარიას დღეს პარლამენტში მოუსმენენ

საკანონმდებლო ორგანოში შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას დღეს მოუსმენენ.

შს მინისტრი პარლამენტში 15:00 საათზე მივა.

გიორგი გახარია პლენარულ სესიაზე სამ საკითხზე ისაუბრებს. პირველი საკითხი 2018 წელს შსს-ში გაწეულ სამუშაოების შედეგებს ეხება. მეორე საკითხია შსს-ში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც შინაგან საქმეთა მინისტრი ისაუბრებს, 2018 წლის 12 მაისს კლუბებში „ბასიანსა“ და „ კაფე გალერიში“ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები იქნება.

შს მინისტრის მოსმენა რეგლამენტის 207-ე მუხლის თანახმად მოხდება.

გიორგი გახარია იქნება პირველი მინისტრი, რომელიც ამ მოწვევის პარლამენტის წინაშე დებატების ფორმატში წარდგება.