გიორგი გახარიამ სენატორ ჯიმ რიშთან შეხვედრა გამართა
გიორგი გახარიამ სენატორ ჯიმ რიშთან შეხვედრა გამართა

პარტიის „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ აშშ-ში სენატორ ჯიმ რიშთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო გიორგი გახარიას და მისი პარტიის მიერ განსაზღვრულ პოლიტიკურ დღის წესრიგს, რომელიც საქართველოში მტკიცე ინსტიტუციური დემოკრატიის განვითარებისთვის გასატარებელ რეფორმებს გულისხმობს.

გახარიამ სენატორთან შეხვედრისას ასევე ისაუბრა უსაფრთხოების იმ გამოწვევებზე, რომელიც საქართველოს დღის წესრიგში უდგას, როგორც ადგილობრივ ისე რეგიონულ დონეზე.