გიორგი გახარიამ საქართველოში ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, გიედრიუს პოუჯუნასთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა​
გიორგი გახარიამ საქართველოში ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, გიედრიუს პოუჯუნასთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა​

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, გიედრიუს პოუჯუნასთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველო-ლიეტუვას ურთიერთობების ძირითად საკითხებს, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

მათივე ინფორმაციით, ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ლიეტუვას მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. გიორგი გახარიამ მადლობა გადაუხადა გიედრიუს პოუჯუნასს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.