გიორგი გახარიამ საპატრიარქოში შეხვედრა გამართა
გიორგი გახარიამ საპატრიარქოში შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოს საპატრიარქოში იმყოფებოდა.

არსებული ინფორმაციით, საპატრიარქოში შეხვედრა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებულ თემატიკას ეხებოდა.

დღესვე საპატრიარქოში იმყოფებოდნენ ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.

საპატრიარქოში გამართული შეხვედრების შემდეგ კომენტარები არ გაკეთებულა.