გიორგი გახარიამ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებს მიმართა -  პოლიტიკური სპეკულანტები ხართ, მეტი არაფერი
გიორგი გახარიამ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებს მიმართა -  პოლიტიკური სპეკულანტები ხართ, მეტი არაფერი

უკიდურესად მძიმე საყურებელია, როდესაც გაკოტრებული ოპოზიცია იმის მაგივრად, რომ პარლამენტში შინაარსობრივად რამეზე საუბრობდეს, საუბრობს გარდაცვლილი ადამიანებზე, პირადი ტრაგედიებით მანიპულირებს და შანტაჟს აწყობს, – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს.

გიორგი გახარიამ ოპოზიციის წარმომადგენლებს სპეკულანტები უწოდა.

„სირცხვილია, როდესაც გარდაცვლილი ადამიანების სახელით და პირადი ტრაგედიებით თანმიმდევრულად, ყოველ აქ მოსვლაზე, ამით სპეკულირებთ. ეს რას აჩვენებს, იცით? ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულანტები ხართ, მეტი არაფერი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დატოვე კომენტარი