გიორგი გახარიამ ბორის ჯონსონს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
გიორგი გახარია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. ამის შესახებ საქარველოს პრემიერ-მინისტრმა, მიკრობლოგ „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა.
„ვულოცავთ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს არჩევნებში გამარჯვებას. დარწმუნებული ვარ, საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის ურთიერთობა კვლავ განაგრძობს გაძლიერებას თქვენი მეთაურობის ფარგლებში.
იმედი მაქვს, ამ მიზნის მისაღწევად ერთად ვიმუშავებთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ მიკრობლოგ „ტვიტერის“ პირად გვერდზე.
12 დეკემბერს დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. მასში გამარჯვება პრემიერ-მინისტრ, ბორის ჯონსონის პარტიამ მოიპოვა.
Congratulations to UK Prime Minister @BorisJohnson on winning the elections. I’m confident #UK–#Georgia relations will continue to strengthen under your leadership. Look forward to working together towards that goal.
— Giorgi Gakharia (@GakhariaGiorgi) December 13, 2019