გიორგი გახარია - ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალა ცდილობს, ეპიდემიაც პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენოს, მოვუწოდებ მათ მეტი პასუხისმგებლობისკენ, ერთად ვიზრუნოთ მოქალაქეებზე
გიორგი გახარია - ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალა ცდილობს, ეპიდემიაც პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენოს, მოვუწოდებ მათ მეტი პასუხისმგებლობისკენ, ერთად ვიზრუნოთ მოქალაქეებზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულდება და ინფიცირების შემთხვევები იზრდება. გახარიას თქმით, ამავე დროს, საქართველო იმყოფება წინასაარჩევნო პერიოდში.

გიორგი გახარიას განმარტებით, სამწუხაროდ, ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალა ცდილობს, გლობალური ეპიდემიაც პოლიტიკური ინტერესების ჭრილში გამოიყენოს.

მთავრობის მეთაური ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს.

„მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რთულდება, განსაკუთრებით ეს აშკარაა ევროპაში. ჩვენთანაც, სამწუხაროდ, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევები იზრდება, თუმცა ყველას მოგეხსენებათ, ამავე დროს, ჩვენ ვიმყოფებით წინასაარჩევნო პროცესში. სულ მალე, რამდენიმე დღეში გვაქვს არჩევნები. სამწუხაროდ, ყველანი ვხედავთ, რომ ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალა ცდილობს, გლობალური ეპიდემიაც პოლიტიკური ინტერესების ჭრილში გამოიყენოს. მინდა, ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს მოვუწოდო მეტი პასუხისმგებლობისკენ, მოდით, ერთად ვიზრუნოთ ჩვენს მოქალაქეებზე, ერთად დავიცავთ წესები, ერთად მოვუწოდოთ მოქალაქეებს, რომ ვატაროთ პირბადე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დატოვე კომენტარი