გიორგი გახარია ოპოზიციას - ზელიმხან ხანგოშვილის საქმეზე სამართალდამცავი სისტემა მჭიდროდ თანამშრომლობს გერმანელებთან, ჩვენ რა განცხადებას გავაკეთებთ, მაგაზე მერე ვილაპარაკოთ, ნუ გარბიხართ წინ
გიორგი გახარია ოპოზიციას - ზელიმხან ხანგოშვილის საქმეზე სამართალდამცავი სისტემა მჭიდროდ თანამშრომლობს გერმანელებთან, ჩვენ რა განცხადებას გავაკეთებთ, მაგაზე მერე ვილაპარაკოთ, ნუ გარბიხართ წინ

ჩვენი სამართალდამცავი სისტემა მჭიდროდ თანამშრომლობს გერმანელებთან ამ საქმის გახსნაში. როგორც მოგეხსენებათ აბსოლუტურად მკაფიო განცხადება იყო გაკეთებული და ეს განცხადება არის რა თქმა უნდა აბსოლუტურად ობიექტური. დაველოდებით გამოძიების საბოლოო შედეგებს და აქედან გამომდინარე მივიღებთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას, ზელიმხან ხანგოშვილის საქმესთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ.

პრემიერმა ოპოზიციას მოუწოდა, ნუ ასწრებენ მოვლენებს და დაელოდონ გამოძიების საბოლოო შედეგებს.

„გაითვალისწინეთ, ხმაც ამოვიღეთ, ამ საქმის გახსნაში პირდაპირაც ჩართულები ვართ და ეს საქმე რომ გაიხსნება, თქვენნაირი სპეკულაციების ნაცვლად, გერმანელები რა განცხადებას გააკეთებენ და ჩვენ რა განცხადებას გავაკეთებთ, მაგაზე მერე ვილაპარაკოთ. ნუ გარბიხართ წინ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.